воскресенье, 7 апреля 2019 г.

მესამე დღე რეფლექსია 6 აპრილი

მეორე მოდულის რეფლექსია
მეორე მოდულის პირველი ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება 

  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
  • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
  • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
  • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
დღეს განვიხილეთ საშუალო საფეხურის სასწავლო საფეხური.----გავარჩიეთ  ,, რომეო და ჯულიეტას"პროექტის გეგმა.ასევე განვიხილეთ მეორე მოდული.განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, ზმნების კლასიფიკაცია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები,სტანდარტების და მიზნების რუბრიკა.გავაკეთეთ ჩანიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით.

Комментариев нет:

Отправить комментарий