суббота, 20 апреля 2019 г.

მეხუთე დღის რეფლექსია .20 აპრილი

მესამე მოდულის რეფლექსია
დღეს ვისწავლეთ დრაივში სალიდში ჩასმა,ელ.ფოსტაზე გადგზავნა სხვასთან .ასევე კომენტარები გავუკეთეთ  სხვების პრეზენტაციას.ეს ყველაფერი გადავუგზავნეთ ისევ იმ პიროვნებას ,რომელის პრეზენტაციას დავათვალიერე..შემდეგ გავაზიარეთ drive-ში სალაიდები.გავიარეთ მესამე მოდულის სხვადასხვა თემები.---საავტორო უფლებების ტესტი, საავტორო უფლებების ქოსი, წერილი, შემდეგ გუგლში მოვძებნეთ ჩვენი პროექტის ინფორმაცია ა ჩავსვით გამოყენებული ლინკი გამოყენებული  ლიტერატურის მარტივ ფორმატში.ბოლო გავაკეთეთ powere point-ში მოსწავლის პრეზენტაცია.
ეს მოდული დამეხმარა, დავფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ…
მესამე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • ინტერნეტი კვლევის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციისთვის ძლიერი და ეფექტური ინსტრუმენტი შეიძლება იყოს.
  • მასალების გამოყენების გზამკვლევი აღწერს, თუ როგორ უნდა გამოიყენონ მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა საავტორო უფლებებით დაცული მასალები სამართლებრივი ჩარჩოს დაცვით.
  • გამოყენებული ლიტერატურის მითითება შესაძლებელია სხვადასხვა ფორმატში, სწავლების ნებისმიერ დონეზე.
  • ძიების სისტემის ეფექტური გამოყენება მასწავლებლებისა და მოსწავლეების მიერ სასარგებლო ონლაინმასალებისა და ინფორმაციის მოპოვებას უზრუნველყოფს.
  • ვებგვერდის სანდოობისა და მოპოვებული მასალის ღირებულების განსაზღვრისთვის სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებაა აუცილებელი.
  • ელფოსტა, ონლაინჩატი, სწრაფი შეტყობინების სისტემა და ინტერნეტზარის ტექნოლოგიები მოსწავლეებს სასწავლო კავშირების დამყარების შესაძლებლობას აძლევს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
  • ბლოგები, ვიკი და ინტერნეტ თანამშრომლობითი დოკუმენტები მოსწავლეებს პროექტებზე ერთობლივად მუშაობის და ონლაინ რეჟიმში მათი ნამუშევრის გაზიარების შესაძლებლობას აძლევს.როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის?
    მეოთხე მოდულის რეფლექსია.                                                                                                            
      მეოთხე
    •   მოდულის ძირითადი საკითხები:
    • მოსწავლის მიერ პროექტის დაგეგმვა და განვითარება მოითხოვს:
    • სასწავლო პროექტის შესაბამის, მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე პასუხების გაცემას
    • ცნებების, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გააზრებას
    • მაღალი სააზროვნო დონისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების დემონსტრირებას
    • ცხოვრებისეულ რეალობასთან კავშირების დამყარებას
    • ტექნოლოგიების ეფექტურად და ადეკვატურად გამოყენებას
    • კონკრეტული ტექნოლოგიური საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მის ძლიერ მხარეებს, თემატიკასთან და სასწავლო ამოცანებთან შესაბამისობას უნდა დაეფუძნოს. პროექტების შესაბამისი ტექნოლოგიური ინსტრუმენტების საშუალებებია:
    • პრეზენტაციები: ინფორმაციის ზეპირი წარმოდგენისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს, ხმოვან ეფექტებს, ვიდეოებსა და სხვა რესურსების ბმულებს
    • პუბლიკაციები: ტექსტური კომუნიკაციისთვის შეიძლება მოიცავდეს ფოტოებს, გრაფიკებს, ცხრილებს
    • ვიკის ვებგვერდები ონლაინ: ტექსტზე ორიენტირებული მასალა, რომელთა რედაქტირება ერთდროულად რამდენიმე ადამიანს შეუძლია
    • ბლოგები ონლაინ: ტექსტური ჟურნალი, რომლებიც მოელის პასუხებს მკითხველისგან
    -- 

  • გავეცანით მოსწავლის მიერ მაღალი სააზროვნო  უნარების გამოვლინებას, თუ როგორ შეუძლია მოსწავლეს გაიაზროს ცნებები, უნარ- ჩვევები., რამდენად ეფექტურად გამოიყენოს ტექნოლოგიები სხვადასხვა მიმართულების დავალების შესასრულებლად.
ძალიან შრომატევადი და საინტერესო ტრენინგი იყო.

воскресенье, 14 апреля 2019 г.

მეოთხე დღის რეფლექსია 14 აპრილი


მეორე მოდულის რეფლექსია
მო.დღე დაიწყო პოზიტიურად.დღეს გვქონდა შეფასების სხვადასხვა მეთოდის განხილვა(პროექტებს შეფასება)მოსწავლეების საჭიროების დადგენა, დამოუკიდებელი მოსწავლეების ჩამოყალიბება, პროგრესის მონიტორინგი, გაგების შემოწმება, გაგების დემონსტრირება.ასევე  power point-ში შევქმენით ჩვენი პროექტის სალაიდი.
მეორე მოდულის მეორე ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით...
  • შეფასების ფორმები პროექტებზე დაფუძნებული თემებისთვის უნდა:
  • ინტეგრირდეს სასწავლო ციკლში
  • აფასებდეს თემის მნიშვნელოვან ამოცანებს
  • რთავდეს შეფასების პროცესში მოსწავლეებს
  • იყენებდეს შეფასების უამრავ სტრატეგიას:
  • მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად
  • თვითრეგულირებისა და თანამშრომლობის წასახალისებლად
  • პროგრესის მონიტორინგისთვის
  • გაგების ხარისხის შემოწმებისა და მეტაკოგნიტური აზროვნების წასახალისებლად
  • ნასწავლი მასალისა და უნარ-ჩვევის დემონსტრირებისთვის



воскресенье, 7 апреля 2019 г.

მესამე დღე რეფლექსია 6 აპრილი

მეორე მოდულის რეფლექსია
მეორე მოდულის პირველი ნაწილი  დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება 

  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ხელს უწყობს მოსწავლეებს, გამოიყენონ მაღალი დონის სააზროვნო უნარები, სრულყოფილად გაიგონ ძირითადი ცნებები და სისტემურად გაუკეთონ ორგანიზება ფაქტობრივ ინფორმაციას. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:
  • ზოგადი კითხვები ღია ფორმატის და ზოგადი ტიპის კითხვებია, რომლებიც დიდ იდეებს და ცნებებს ეხება. ზოგადი კითხვები კვეთს სხვადასხვა დისციპლინას და ეხმარება მოსწავლეებს, დაინახონ კავშირი სხვადასხვა საგანს შორის.
  • თემატური კითხვები ღია ფორმატის კითხვებია, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება პროექტს ან ტრენინგის თემას. მათი მეშვეობით აგროვებთ ინფორმაციას ძირითად კითხვებზეც.
  • შინაარსობრივი კითხვები ფაქტებზე დაფუძნებული, კონკრეტული კითხვებია, კონკრეტული პასუხებით.
დღეს განვიხილეთ საშუალო საფეხურის სასწავლო საფეხური.----გავარჩიეთ  ,, რომეო და ჯულიეტას"პროექტის გეგმა.ასევე განვიხილეთ მეორე მოდული.განახლებული ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, ზმნების კლასიფიკაცია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები,სტანდარტების და მიზნების რუბრიკა.გავაკეთეთ ჩანიშვნები ამ საკითხთან დაკავშირებით.

суббота, 6 апреля 2019 г.

მესამე დღე 6 აპრილი

პირველ რიგში გილოცავთ  ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს.დილიდან განწყობა გვაქვს არაჩვეულებრივი.პოზიტიურად ვართ განწყობილი დღევანდელი  ტრენინგისთვის ველოდებით საინტერესო თემებით დატვირთულ ტრენინგს.

пятница, 5 апреля 2019 г.

მეორე დღე რეფლექსია 5 აპრილი

პირველი მოდულის  რეფელქსია

დღეს შევქმენით ბლოგი.მოვათვსეთ მასში პირველი დღის რეფლექსია.გავეცანით შაბლონებს .ბროშურების შექმნას.,ჩეკლისტებს.ვისაუბრეთ საპროექტო თემაზე.გავეცანით პროექტს შეფასების მიზნების ცხრილს .გავეცანით საკვანძო კითხვებს-როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად. დავგეგმეთ მომდევნო დღის დავალება.ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო.

პირველი დღის რეფლექსია 31მარტი

          პირველ დღე დაიწყო  ერთმანეთის გაცნობით.სახალისო აქტივობა გვქონდა.წინასწარ იყო ბარათები გამზადებული.ჩვენ უნდა შეგვერჩია და უნდა აგვეღო.რათქმა უნდა ბარათები იყო თავდაღმა.ძალიან საინტერესო    კითხვა იყო.ამით ჩვენი  პირადი ხედვა დავაფიქსირეთ.შემდეგ შევქმენით საქაღალდე , სადაც მოვათავსეთ სასწავლო პროექტის შაბლონი და სხვადასხვა საკითხები პირველი მოდულიდან. ასევე გავაეცანით 21 საუკუნის უნარ–ჩვევებს. ძალიან საინტერესო ტრენინგი გამოვიდა.