суббота, 4 мая 2019 г.

მეექვსე დღის რეფლექსია 4 მაისი

მეხუთე მოდული რეფლექსია
მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...



მეხუთე მოდულის ძირითადი საკითხები:
  • შეფასება ინტეგრირებული უნდა იყოს საპროექტო დავალებებში და უნდა შეესაბამებოდეს შეფასების მიზნებს.
  • მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები უნდა მოიცავდეს შინაარსობრივ ნაწილს და, ასევე, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, განსაზღვრავდეს, რა ცოდნა და უნარ-ჩვევები შედის პროექტში.
  • რუბრიკა წარმოგვიდგენს ამოცანების მახასიათებლებს (მარცხენა სვეტი) და აღწერით ნაწილს (მარჯვენა სვეტი) და მიგვითითებს შესრულების სტანდარტზე.
  • გამოიყენეთ შემაჯამებელი შეფასების ფორმები პროდუქტისა და შესრულების ხარისხის შეფასებისთვის.
  • ქვემოთ წარმოდგენილი რეკომენდაციები დაგეხმარებათ შეფასების ფორმების შექმნისა და მოდიფიცირების პროცესში (Airasian, 1991):
  • შეასრულეთ დავალება მოსწავლის ნაცვლად;
  • შეამოწმეთ, შეესაბამება თუ არა ამოცანის მახასიათებლები (მარცხენა სვეტში) მიზნებს;
  • შეზღუდეთ მახასიათებლების რაოდენობა;
  • მიიღეთ კოლეგებისა და მოსწავლეების უკუკავშირი;
  • აღწერითი ნაწილი დაწერეთ მოსწავლეთათვის გასაგებ ენაზე;
  • თავი აარიდეთ ბუნდოვანი სიტყვების გამოყენებას;
  • შეამოწმეთ მახასიათებლების თანმიმდევრობა.
დღეს დრაივში გავაზიარეთ მოსწავლის ნაშრომი და გავაკეთეთ 3 შეკითხვა,  2 კომენტარი და 1 რჩევა.ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პრეზენტაცია(მოსწავლის ნაშრომი) შემდეგ გავარჩიეთ ჩვენი პორტფოლიოს  შენიშვნის განხილვა..ასევე განვიხილეთ მე -5 მოდული: რჩევები და მეთოდები, უკუკავშირი გაკვეთილიზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსია, მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება. პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა, შეფასების გეგმა.

Комментариев нет:

Отправить комментарий